+995 555139900
შპს ჩიკორის ონლაინ განვადების საიტი

წესები და პირობები

წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს შპს ჩიკორის ვებგვერდით (Ganvadeba.store) სარგებლობის წესებსა და პირობებს.


აღნიშნული დოკუმენტი ორმხრივ სავალდებულო ხელშეკრულებას წარმოადგენს, რომელიც წარმოიქმნება მომხმარებელსა და შპს ჩიკორი-ს ონლაინ მაღაზიას შორის.


შპს ჩიკორი-ს ონლაინ მაღაზია ganvadeba.store წინამდებარე გამოყენების წესებსა და პირობებში შემდგომში აღინიშნება როგორც „Ganvadeba.store".


Ganvadeba.store-ს ვებგვერდით გამოყენების წესები და პირობები, მასში შეტანილ ცვლილებებთან და Ganvadeba.store-ს სხვა რეგულაციებთან ერთად ქმნიან ერთიან დოკუმენტს და განიხილება როგორც მომხმარებელთან დადებული ერთიანი ხელშეკრულება.


ვებგვერდზე რეგისტრაციის განხორციელებისას მომხმარებელი ეთანხმება და ღიარებს წინამდებარე წესებსა და პირობებს, კონფიდენციალურობის პოლიტიკას, დაბრუნების წესებს, ასევე გამოხატავს თანხმობას, გავრცელდეს მასზე მათი იურიდიული ძალა.


თუ მომხმარებელი არ ეთანხმება Ganvadeba.store-ს იურიდიული დოკუმენტების შინაარსს, შეძლებს არ გამოიყენოს ვებგვერდი.


დამატებითი შეკითხვების, პრეტენზიის, მოთხოვნის შემთხვევაში, მომხმარებელს შეუძლია Ganvadeba.store-ს დაუკავშირდეს ელექტრონული ფოსტის ან ტელეფონის საშუალებით. Ganvadeba.store-ს გუნდი მზად არის მომხმარებელს კითხვებზე მისცეს შესაბამისი პასუხი.


ტერმინოლოგიის განმარტება

წინამდებარე წესებსა და პირობებში გამოყენებულ ტერმინებს გააჩნიათ შემდეგი განმარტება:


Ganvadeba.store (შემდგომში „ჩვენ", „ჩვენი", „ვებ-გვერდი") - საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული შპს ჩიკორი, საიდენტიფიკაციო კოდი 400032950, რეგისტრირებული: ქ. თბილისი, რ. ურიდიას N26.


მომხმარებელი - იურიდიული პირი ან 18 წელს მიღწეული (ქმედუნარიანი) ფიზიკური პირი, რომელსაც სურს შეიძინოს Ganvadeba.store-ზე განთავსებული პროდუქცია.


მომხმარებლის თანხმობა - წინამდებარე დოკუმენტის მომხმარებლის მიერ გაცნობისა და მისი პერსონალური ხასიათის მონაცემების დამუშავების შესახებ გამოხატული ნება.


მესამე პირი - ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, საჯარო დაწესებულება.


პირდაპირი მარკეტინგი - ფოსტის, სატელეფონო ზარების, ელექტრონული ფოსტის ან სხვა ნებისმიერი ტელეკომუნიკაციური საშუალებით საქონლის, სერვისის შეთავაზება.


რეგისტრაცია - პირადი ანგარიშის შექმნა.


ანგარიში - მომხმარებლის მიერ Ganvadeba.store-ზე რეგისტრირებული პირადი გვერდი.


ვებგვერდზე ანგარიშის გახსნით მომხმარებელს ეძლევა შესაძლებლობა, შეიძინოს Ganvadeba.store-ზე განთავსებული პროდუქცია.


მომხმარებლის მიერ განხორციელებული თითოეული შეკვეთა წარმოადგენს ცალკეულ ნასყიდობის ხელშეკრულებას, რომლის მონაწილეები არიან ვებგვერდის ავტორიზებული მომხმარებელი და ონლაინ მაღაზია Ganvadeba.store. შეკვეთის გაფორმებისას ჩამოყალიბდება ნასყიდობის საგანი, მისი ღირებულება და მიწოდების ლოკაცია.


რეგისტრაცია

Ganvadeba.store-ზე პროდუქციის შესაძენად საჭიროა ვებგვერდზე რეგისტრაცია, რისთვისაც აუცილებელია სარეგისტრაციო ფორმის შევსება შემდეგი მონაცემების მითითებით:


• სახელი

• მისამართი

• ელექტრონული ფოსტა

• ტელეფონის ნომერი

• სისტემაში შესასვლელი პაროლი


მომხმარებელს რეგისტრაციის გავლა ვებგვერდზე შეუძლია პროდუქტის შეძენის პროცესში და ასევე შეძენამდეც.


მომხმარებელი დაადასტურებს და იძლევა გარანტიას, რომ:


• მის მიერ მითითებული ინფორმაცია არის სრული და ზუსტი;

• იგი არის 18 წელს მიღწეული, სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირი;

• არ გამოიყენებს სხვა პირის იდენტიფიცირებადი ინფორმაციას Ganvadeba.store-ს ვებგვერდზე რეგისტრაციის მიზნით;

• არ გამოიყენებს სახელს, რომელიც შესაძლოა შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი აღმოჩნდეს ნებისმიერი სხვა პირისათვის;

• არ გამოიყენებს ვებგვერდს ყალბი ინფორმაციის გავრცელების მიზნით;

• არ გამოიყენებს ვებგვერდს სხვა კომპანიის, კომპანიის თანამშრომლის ან ნებისმიერი სხვა პირის გასაღების მიზნით;

• არ დაარღვევს სხვა პირის უფლებებს, უკანონო და ზიანის მიმყენებელი ქმედებით;

• არ გამოიყენებს მოწყობილობას, პროგრამას, რომლის მიზანი არის ინფორმაციის მოპოვება ვებგვერდიდან ან/და ნორმალური ფუნქციონირებისათვის ხელის შეშლა;

• დაიცავს საავტორო და მომიჯნავე უფლებებს, არ განახორციელებს Ganvadeba.store-ზე არსებული ინფორმაციის: ლოგო, პიქტოგრამა, სურათი, გრაფიკა, გამოსახულება, პატენტი, სასაქონლო ნიშნები, დიზაინის და სხვა ნებისმიერი სახის ინტელექტუალური საკუთრების უნებართვო გამოყენებას, დამუშავებასა და გამოქვეყნებას, Ganvadeba.store-ს წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე;

• არ გამოიყენებს სხვა მომხმარებლის ანგარიშს;

• არ შეეცდება მოიპოვოს წვდომა სხვა მომხმარებლის ავტორიზაციის ინფორმაციაზე;

• არ განახორციელებს ისეთ ქმედებას, რომელიც საფრთხეს შეუქმნის Ganvadeba.store-ს გამართულ ფუნქციონირებას;

• არ განახორციელებს ქმედებას, რომელიც აკრძალულია მოქმედი კანონმდებლობით, წინამდებარე ხელშეკრულებითა და Ganvadeba.store-ს კონფიდენციალურობის დაცვის პოლიტიკით.


მომხმარებლის მიერ შეკვეთის გაფორმება და პროდუქციის შეძენა

მომხმარებელი Ganvadeba.store-ს პროდუქციის საფასურის გადახდის მიზნით გადამისამართდება ანგარიშსწორების გვერდზე. ანგარიშსწორების განხორციელებამდე მომხმარებელი ვალდებულია გადაამოწმოს მის მიერ მითითებული მისამართი და საკონტაქტო ინფორმაცია, შეძენილი პროდუქციის მისთვის შეუფერხებლად მიწოდების განხორციელების მიზნით. არასწორი/არასრული მისამართისა ან/და საკონტაქტო ინფორმაციის მითითების შემთხვევაში პროდუქციის მიწოდების შეფერხების თაობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს.


მომხმარებელი მის მიერ შეძენილი პროდუქტის შესახებ ინფორმაციის გადამოწმებას შეძლებს მის პირად გვერდზე.


Ganvadeba.store ინარჩუნებს უფლებამოსილებას უარი განაცხადოს ან გააუქმოს მომხმარებლის შეკვეთა თაღლითობის, უნებართვო ან უკანონო ტრანზაქციაზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში.


მომხმარებლის მიერ პროდუქტის საფასურის გადახდის შემდგომ შეძენილ ნივთზე საკუთრების უფლება სრულად გადაეცემა მომხმარებელს.


შეძენილი პროდუქციის გაცვლისა და დაბრუნების წესები განთავსებულია დაბრუნების პირობების გვერდზე.


შეძენილი პროდუქციის მიწოდების წესები და პირობები განთავსებულია მიწოდების პირობების გვერდზე.


კონფიდენციალური ინფორმაციის დამუშავებისა და შენახვის შესახებ პოლიტიკა მომხმარებელს შეუძლია იხილოს კონფიდენციალური პოლიტიკის გვერდზე.


ანგარიშსწორების წესი

ანგარიშსწორება ხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების გზით.


უნაღდო ანგარიშსწორებით შეკვეთის გაფორმებისას მომხმარებელი ვებგვერდიდან გადამისამართდება ანგარიშსწორების გვერდზე, სადაც მიუთითებს საკუთარი ბარათის მონაცემებს. ანგარიშსწორების მოთხოვნა მუშავდება და დასტურდება ბანკის მიერ.


Ganvadeba.store-ს არ აქვს წვდომა როგორც ანგარიშსწორების გვერდზე, ასევე მომხმარებლის მიერ მითითებულ საბანკო ბარათის მონაცემებზე.


ანგარიშსწორების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ეკრანზე გამოდის შესაბამისი ინფორმაციის შემცველი შეტყობინება.


პირადი ანგარიშის დახურვა და გამოყენების შეზღუდვა

თუ Ganvadeba.store მიიჩნევს, რომ მომხმარებლის მხრიდან დაირღვა წინამდებარე წესები და პირობები ან მომხმარებელი რეგისტრირებულია ყალბი ინფორმაციის მითითებით, იგი უფლებამოსილია დახუროს წვდომა და შეზღუდოს პირადი ანგარიშით სარგებლობა ცალმხრივად.


პასუხისმგებლობის შეზღუდვა

Ganvadeba.store შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმალურად უზრუნველყოფს უსაფრთხოების შესაბამისი მექანიზმების შემუშავებას, თუმცა არ არის პასუხისმგებელი პლატფორმაზე დაცული მონაცემების არასანქცირებულ წვდომაზე, მესამე პირების მიერ მიყენებულ ზიანზე, მათ მიერ მომხმარებლისათვის შეთავაზებულ სერვისზე.


მომხმარებელი ვებგვერდზე რეგისტრაციით ადასტურებს, რომ არის ქმედუნარიანი 18 წელს მიღწეული პირი და ვებგვერდით სარგებლობს საკუთარი თავისუფალი ნებითა და რისკით.


Ganvadeba.store პასუხისმგებელი არ არის, რომ ვებგვერდი ან სერვისი მომხმარებლისათვის იქნება მუდმივად ხელმისაწვდომი და არ იძლევა გარანტიას, რომ ვებგვერდს არ ექნება პროგრამული ხარვეზები, ვირუსები ან/და სხვა ნებისმიერი შეცდომა.


Ganvadeba.store იხსნის სრულ პასუხისმგებლობას გაუფრთხილებლობის შედეგად წარმოშობილ ზიანზე, ასევე იმ შემთხვევებზე, როდესაც მესამე პირისათვის გახდა ცნობილი მომხმარებლის ავტორიზაციისათვის საჭირო ინფორმაცია.


Ganvadeba.store გამორიცხავს როგორც თავის, ასევე მისი ყველა თანამშრომლის ნებისმიერ პასუხისმგებლობას წინამდებარე დოკუმენტისა და მოქმედი კანონმდებლობის მომხმარებლის მიერ განზრახ დარღვევის შემთხვევაში.


Ganvadeba.store სასამართლოს მიერ მისი პასუხისმგებლობის დადგენის შემთხვევაში შეზღუდულია სადავო პროდუქტის ღირებულების ოდენობით.


კომპანია იხსნის სრულ პასუხისმგებლობას ნებისმიერი სახის ზიანისათვის ან/და შეფერხებისათვის, რომელიც შესაძლებელია გამოწვეულ იქნას მესამე პირების მონაწილეობით - ინტერნეტ პროვაიდერების, მობილური კომპანიების და სხვა გადახდის პროცესორების შეფერხული მუშაობით.


შეზღუდვები ვებგვერდის გამოყენებისას

ვებგვერდზე არსებული ინფორმაცია შეიძლება შეიცვალოს ან ამოიღოს წინასწარი შეტყობინების გარეშე. Ganvadeba.store მომხმარებელს არ გაუწევს იმ სახის სერვისს, რომელიც მიიჩნევა, რომ ურთიერთობაში დგას მოქმედ კანონმდებლობასთან.


მომხმარებელს ეკრძალება ვებგვერდის უკანონო მიზნებისთვის გამოყენება, მათ შორის, Ganvadeba.store-ს სისტემებში არასანქცირებული შეღწევა, ვებგვერდზე არსებული ინფორმაციის არასათანადოდ გამოყენება ან სხვაგვარი ქმედება, რომელმაც შეიძლება პირდაპირი ან არაპირდაპირი ზიანი მიაყენოს Ganvadeba.store-ს კანონით დაცულ ინტერესებს.


მოქმედების ვადა და შეწყვეტა

წინამდებარე წესები და პირობები ძალაში შედის მომხმარებლის მიერ თანხმობის გამოცხადების შემდეგ და მოქმედებს მომხმარებლის ანგარიშის გაუქმებამდე.


წინამდებარე დოკუმენტის მოქმედება შესაძლებელია შეწყდეს საქართველოს კანონმდებლობით ან/და წინამდებარე წესით გათვალისწინებულ შემთხვევებში, აგრეთვე მომხმარებლის ინიციატივით ნებისმიერ დროს, შეწყვეტის მომენტისათვის Ganvadeba.store-ს წინაშე არსებული ნებისმიერი სახის ვალდებულების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სრულად დაკმაყოფილების შემდეგ.


მესამე მხარე

Ganvadeba.store იხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას სხვა ვებგვერდებთან მიმართებით, რომლებიც შესაძლებელია გარე ბმულის სახით განთავსებული იყოს Ganvadeba.store-ს ვებგვერდზე. სხვა ვებგვერდის შინაარსი, წესები და პირობები, კონფიდენციალურობის პოლიტიკა შესაძლოა განსხვავდებოდეს წინამდებარე პოლიტიკისგან. შესაბამისად, Ganvadeba.store მომხმარებელს მოუწოდებს გაეცნოს გარე ბმულის სახით მითითებული ვებგვერდის გამოყენების პირობებსა და კონფიდენციალურობის პოლიტიკას.


მარეგულირებელი კანონმდებლობა და დავების გადაწყვეტის წესი

წინამდებარე წესები და პირობები რეგულირდება და განიმარტება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.


მხარეები თანხმდებიან რომ დავის შემთხვევაში, შეეცდებიან მოლაპარაკებით გადაწყდეს წარმოშობილი უთანხმოება. მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მხარეები უფლებამოსილნი არიან მიმართონ თბილისის საქალაქო სასამართლოს.


წინამდებარე წესებისა და პირობების რომელიმე ნაწილის ბათილად ცნობა არ გამოიწვევს სხვა ნაწილის ბათილად ცნობას.


ცვლილებები და დამატებები

Ganvadeba.store ინარჩუნებს უფლებას, წინამდებარე დოკუმენტში ნებისმიერ დროს, ცალმხრივად, ამავე ვებგვერდზე გამოქვეყნების გზით, შეიტანოს ცვლილებები ან/და დამატებები მომხმარებლის შემდგომი დამატებითი თანხმობის გარეშე. ცვლილებების/დამატებების განხორციელების შემდეგ, Ganvadeba.store მომხმარებლის მიერ ვებგვერდით სარგებლობის გაგრძელებას მიიჩნევს მომხმარებლის თანხმობად.

კომპანიის შესახებ

ჩვენი კომპანია უკვე 15 წელია ქართულ ბაზარზეა. ჩვენი მისიაა მომხარებელს შევთავაზოთ ხელმისაწვდომი ფასები, ხარისხიანი პროდუქცია, ფართო არჩევანი, სანდოობა, სწრაფი მიწოდება და კომფორტული მომსახურება.


კომპანია: შპს ჩიკორი
საიდენტიფიკაციო კოდი: 400032950
მისამართი: სოფელი გლდანი, წყაროს ჩიხი, N12


კონტაქტი:
+995 555139900
Ganvadeba.store@gmail.com


ორშაბათი-პარასკევი: 10:00-19:00
შაბათი: 11:00-16:00
დასვენების დღე: კვირა

კონფიდენციალურობა

პერსონალური მონაცემების დამუშავების პოლიტიკა

თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება ხორციელდება ექსკლუზიურად თქვენ მიერ მოთხოვნილი პროდუქტის შეძენისა და მიწოდების ფარგლებში. ჩვენ არ ვახორციელებთ თქვენი პერსონალური მონაცემების გამოყენებას მარკეტინგული მიზნებით ან ნებისმიერი სხვა საქმიანობისათვის.


პერსონალური მონაცემების შეგროვება ხორციელდება შემდეგ შემთხვევებში: ჩვენს ვებ-პლატფორმაზე რეგისტრაციის/ავტორიზაციის პროცესში, ასევე ნებისმიერი მომსახურების ან პროდუქტის მოთხოვნისას, მიუხედავად კომუნიკაციის არხისა (ტელეფონი, ელექტრონული ფოსტა).


თქვენი პერსონალური ინფორმაციის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ჩვენ ვიყენებთ თანამედროვე ტექნოლოგიურ გადაწყვეტებს და კომპეტენტური პერსონალის მიერ ადმინისტრირებულ უსაფრთხოების სისტემებს.


თქვენი პერსონალური მონაცემების გადაცემა შესაძლებელია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ სიტუაციებში, კერძოდ, სამართალდამცავ ორგანოებთან კანონიერი ინფორმაციის გაზიარების შემთხვევაში.


შპს ჩიკორი საკურიერო სერვისების უზრუნველყოფის მიზნით იყენებს მომხმარებლის შემდეგ კონფიდენციალურ პერსონალურ მონაცემებს: სახელი, გვარი, მისამართი და ტელეფონის ნომერი.


ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, დროთა განმავლობაში, კანონმდებლობის მოთხოვნების ან სხვა გარემოებების გათვალისწინებით განვაახლოთ წინამდებარე პერსონალური მონაცემების დაცვის პოლიტიკა. ნებისმიერი ცვლილების შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდება ჩვენს ვებ-გვერდზე, რისთვისაც თქვენ, როგორც მომხმარებელი, ვალდებული ხართ რეგულარულად შეამოწმოთ პოლიტიკის განახლებები.


ყურადღება მიაქციეთ, რომ ჩვენს ვებ-პლატფორმაზე შეძენების განხორციელებისას, თქვენი საბანკო ბარათის მონაცემები ჩვენთვის მიუწვდომელია და შესაბამისად მათი შენახვა ჩვენს მიერ არ ხორციელდება.


გაითვალისწინეთ, რომ ინტერნეტ გარემო არ წარმოადგენს სრულად დაცულ სივრცეს და ინტერნეტის მეშვეობით გაგზავნილ ინფორმაციას შეუძლია მოიპოვოს არაავტორიზებული წვდომა მესამე პირთა მხრიდან, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის საზღვრებს გარეთ.


შპს ჩიკორი-ს სერვისებით და პროდუქციით სარგებლობა ამ პოლიტიკის შესაბამისად არ არის განკუთვნილი 18 წლამდე ასაკის პირებისათვის. თუ თქვენ არ ხართ სრულწლოვანი, თქვენ არ გაქვთ ჩვენი სერვისებით სარგებლობის უფლება სრულწლოვნების მიღწევამდე.


მონაცემების შენახვის ვადა

კონკრეტული შენახვის ვადა არ არის დადგენილი. მონაცემების შენახვა ხორციელდება რეგისტრირებული მომხმარებლის პროფილის დეაქტივაციამდე, რაც ხდება მისივე ინიციატივით.


თუ ისურვებთ თქვენი მონაცემების წაშლას ან კორექტირებას, აუცილებელია რეგისტრაციის დროს გამოყენებული ელექტრონული ფოსტიდან გააგზავნოთ შესაბამისი მოთხოვნა მითითებულ მეილზე. ამავე ელექტრონულ მისამართზე მიმართვით შესაძლებელია ნებისმიერი ინფორმაციის მოთხოვნა კომპანიის მიერ თქვენს შესახებ დამუშავებული მონაცემების შესახებ.


გაითვალისწინეთ, რომ საქართველოს კანონის "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" მე-15 მუხლის თანახმად, თქვენ უფლებამოსილი ხართ მოითხოვოთ ზემოთ აღნიშნული ყველა მონაცემი.

ანგარიშსწორება

გადახდის რამდენიმე საშუალებას გთავაზობთ:


• Online საბარათე გადახდები (უნაღდო)

• განვადება

• განაწილება


გადახდა ხორციელდება ganvadeba.store საიტის მეშვეობით.


კომპანია: შპს ჩიკორი
საიდენტიფიკაციო კოდი: 400032950
მისამართი: სოფელი გლდანი, წყაროს ჩიხი, N12


კონტაქტი:
+995 555139900
Ganvadeba.store@gmail.com


ორშაბათი-პარასკევი: 10:00-19:00
შაბათი: 11:00-16:00
დასვენების დღე: კვირა

მიწოდება და დაბრუნება

მიწოდების პირობები

პროდუქციის გატანა ხორციელდება შემდეგი მისამართიდან: თბილისი, სოფელი გლდანი, წყაროს ჩიხი N12.


ასევე, ჩვენ ვახორციელებთ მიწოდების მომსახურებას მთელი საქართველოს ტერიტორიაზე. მიწოდების ღირებულება განისაზღვრება დანიშნულების ადგილისა და ავეჯის ზომების მიხედვით. მიწოდების მომსახურება მოიცავს პროდუქციის შენობამდე ჩატანას და არ ითვალისწინებს საცხოვრებელ სივრცეში ტრანსპორტირებას (მაგალითად საცხოვრებელ კორპუსში ატანას).


ტრანსპორტირების ღირებულება უნდა შეთანხმდეს ოპერატორთან, რომელიც დაგიკავშირდებათ შეკვეთის გაფორმების შემდეგ. თქვენ ასევე შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ მითითებულ ნომერზე და განსაზღვროთ ღირებულება შეკვეთის გაფორმებამდე.


დაბრუნების პირობები

მომხმარებელს აქვს უფლება, ყოველგვარი მიზეზის დასაბუთების გარეშე განაცხადოს უარი დისტანციურ ხელშეკრულებაზე ან/და ვაჭრობის ადგილს გარეთ დადებულ ხელშეკრულებაზე 14 კალენდარული დღის განმავლობაში. ეს ვადა ითვლება:


• მომსახურების ხელშეკრულების შემთხვევაში − ხელშეკრულების ხელმოწერიდან;

• ნასყიდობის ხელშეკრულების შემთხვევაში − მომხმარებლის ან მის მიერ განსაზღვრული მესამე პირის მიერ (გარდა ტრანსპორტირების აღმასრულებლისა) საქონლის მფლობელობაში მიღებიდან;

• მომხმარებლის მიერ საქონლის ნაწილობრივ შეკვეთის შემთხვევაში − მომხმარებლის ან მის მიერ განსაზღვრული მესამე პირის მიერ (გარდა ტრანსპორტირების აღმასრულებლისა) ბოლო ნივთის მფლობელობაში მიღებიდან;

• საქონლის რეგულარულად (განსაზღვრული ინტერვალებით) მიწოდების ხელშეკრულების შემთხვევაში − მომხმარებლის ან მის მიერ განსაზღვრული მესამე პირის მიერ (გარდა ტრანსპორტირების აღმასრულებლისა) ნივთის მფლობელობაში პირველად მიღებიდან.


მომხმარებლის მიერ ხელშეკრულებაზე უარის განცხადების შემთხვევაში მას არ ეკისრება არანაირი ხარჯის (მათ შორის, მიწოდების ხარჯის) ანაზღაურება.


მომხმარებლის მიერ ხელშეკრულებაზე უარის განცხადება ავტომატურად იწვევს დაკავშირებული ხელშეკრულებების შეწყვეტას და საწყისი მდგომარეობის აღდგენას.


მომხმარებელი ვალდებულია შპს ჩიკორი-ს 14 კალენდარული დღის ვადაში წარუდგინოს შევსებული დაბრუნების ფორმა ან სხვა უტყუარი მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს მომხმარებლის გადაწყვეტილებას საქონლის დაბრუნების შესახებ.


ზემოაღნიშნულ ვადაში დაბრუნების ფორმის შეუვსებლობის ან სხვა უტყუარი მტკიცებულების მოვაჭრისთვის წარუდგენლობის შემთხვევაში მომხმარებელი კარგავს ყოველგვარი მიზეზის დასაბუთების გარეშე ნივთის დაბრუნების უფლებას.


დაბრუნების ფორმა

დაბრუნების ფორმა მოიცავს შემდეგ ინფორმაციას:


• შეკვეთის გაფორმების თარიღი;

• შეკვეთის მიღების თარიღი;

• მომხმარებლის სახელი;

• მომხმარებლის მისამართი;

• მომხმარებლის ხელმოწერა (ფორმის ფიზიკურ საშუალებაზე შევსების შემთხვევაში);

• ფორმის შევსების თარიღი.